|
2021-06-12 22:53:04, 778 ნახვა
კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ
„რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „რიონის მცველებმა“ უნდა აიღონ კომპანია „ენკას" თანამშრომლებისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით. ასევე დავაზუსტებ, რომ მედიაციის დროს არ ყოფილა საუბარი ხეობიდან პოლიციის უპირობო გაყვანაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო „მცველების“ მიერ სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს, ცალსახა იყო ბატონი დირკ ბუშლეს, მედიატორის მოლოდინი იმის შესახებ, რომ „ენკას“ საქმიანობას პროტესტის მონაწილეები ხელს არ შეუშლიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)