02:54 - 21 Jun, 2021
2021-06-10 18:13:59, 339 ნახვა

სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ა. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბ.ა-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.გ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბ.ა. 2020 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics