10:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 14:56:53, 1058 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ და ანრი ოხანაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს

იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.  მხარეებს შორის პარტნიორობა კანონშემოქმედებითი მიმართულებით  კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში  მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებულ არაერთ  ინიციატივას წარადგენს. 

რატი ბრეგაძემ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა   იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.  მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.   შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ბექა ძამაშვილი, აკაკი საღირაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო ცვლილებებს, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს", „სისხლის სამართლის კოდექსს" და „მეწარმეთა შესახებ" კანონებს უკავშირდება.

ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრს ყველა მის მნიშვნელოვან ინიციატივასა და დაგეგმილ რეფორმაში  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics