08:11 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 11:38:45, 1061 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ უნდათ, რომ პარლამენტი კინკლაობის მთავარ პოლიგონად აქციონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ, რომ საქართველოს პარლამენტი კინკლაობის მთავარ პოლიგონად აქციონ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა ერთმანეთის კინკლაობას მოანდომონ საპარლამენტო მუშაობა და არ ისაუბრონ ხალხის პრობლემებზე.

„საქართველოს პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უნდათ რომ აქციონ ერთმანეთს შორის კინკლაობის მთავარ პოლიგონად. ერთიც და მეორეც ემსახურება იმას, რომ თავისი მონოპოლიური მდგომარეობა უმრავლესობასა და ოპოზიციაში დაიცვას. არც ერთს და არც მეორეს არ მივცემთ შესაძლებლობას ერთმანეთის კინკლაობას მოანდომონ საპარლამენტო მუშაობა და არ იყოს ამ საპარლამენტო სივრცეში საუბარი ხალხის პრობლემაზე. მე არ ვიცი, რა მიზნით შემოვიდნენ ისინი პარლამენტში, თუ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს არ უერთდებიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics