|
2021-06-08 15:37:35, 595 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა
საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში. გასული წლის ივლისში, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად, იაპონიის მთავრობამ, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ" კონვენციას, რომელმაც ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება. ეს ახალი სამართლებრივი დოკუმენტი, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპოროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი. იაპონიის მთავრობის მიერ საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტი „Clean Energy by Solar Electricity Generation", რომლის ფარგლებშიც, მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამგვარი ტიპის პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციის მიზნით. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც წარმატებით გაგრძელდება. იაპონიის არასამთავრობო პროექტის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ 1997 წლიდან, დაახლოებით, 7 მილიარდი იაპონური იენი (დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი) გადასცა საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ჯანდაცვის სექტორების, მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)