10:43 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 20:23:28, 968 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ დევნას

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ დევნას“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის დროს განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხიც.

„ბუნებრივია ვისაუბრებთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არ დაგიმალავთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის საარჩევნო/სასამართლო რეფორმის საკითხებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხს, მედიის თავისუფლებას ანუ ყველა იმ თემას, რომელიც დღეს შიდა დღის წესრიგში დგას და რომელთა დიდი ნაწილიც ასახულია პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშიც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ თათრეთის და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტია
ოჯახის წევრები გიორგი მინდაძის და ანრი კვარაცხელიას გათავისუფლების მოლოდინში არიან
Politico: კვიპროსმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი რუსი დიპლომატი გააძევა
დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics