|
2021-06-05 17:16:55, 502 ნახვა
საზოგადოება
კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“ იწყება
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ დაწყება განაცხადეს. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, უკვე მეექვსედ ტარდება. „კონკურსმა „სუფთა გარემო“ უკვე მთელი საქართველო მოიცვა. მოქალაქეები ენთუზიაზმით და მონდომებით ერთვებიან. ვფიქრობ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტიური შედეგები უკვე სახეზეა. ბევრი რეგიონი, მუნიციპალიტეტი კონკურსში სრული პასუხისმგებლობით ერთვება, ტარდება აქციები, ღონისძიებები, რათა არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა და გარემოს დაბინძურების ფაქტები ყოველწლიურად შემცირდეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს, გაუფრთხილდეს გარემოს და აქტიურად ჩაერთოს ნარჩენების მართვაში პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ჩამოთვლილი ნომინაციების შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა უნდა გაუგზავნონ კონკურსის ორგანიზატორს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“. კონკურსის ფარგლებში, ყოველწლიურად, იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის წევრები, შემოსული მასალების საფუძველზე, გამოავლენენ კონკურსის „სუფთა რეგიონი“ ნომინაციებში გამარჯვებულებს. წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები 2022 წელს გახდება ცნობილი. „პროექტის დაწყებიდან დღემდე, სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა რამდენიმე ასეულით შემცირდა. ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა მაღალი პასუხისმგებლობა გარემოსადმი. მოქალაქეები მაქსიმალურად არიან ჩართული როგორც ჩვენ, ასევე მათ მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში. ყოველწლიურად კონკურსის ნომინაციები იზრდება. წელს, კონკურსს „სუფთა გარემო 2021“ დაემატა ნომინაცია ,,სუფთა ლურჯი ნაკადული“. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი წარმატება იქნება, როდესაც ვიქნებით ყველაზე სუფთა ქვეყანა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. კონკურსს „სუფთა რეგიონი“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება. წლების განმავლობაში, კონკურსმა აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. კონკურსი ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია.
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო
საქართველოში კადრების დეფიციტია - მიზეზი საზღვარგარეთ კადრების გადინებაა (კვლევა)
შსს: აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია - ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიას დაარტყა
The Guardian: პუტინს ომამდე დაჰპირდნენ, რომ უკრაინელების 90% რუსეთის შეჭრას მხარს დაუჭერდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)