10:37 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 15:45:33, 681 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და ახლა აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ

გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მათი კრიზის მენეჯერი და ახლა აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, დაშლილი და გაკოტრებულია, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების იმედი აღარ აქვს.

„ალბათ უკვე ყველამ გაიგო რა რთულ ვითარებაში არის ჩამოშლილი და დაშლილი „ქართული ოცნება“, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი საუბრობს წარმოუდგენელ აბსურდზე. გიორგი გახარიას რამდენიმე კვირის წინ ადიდებდნენ, შემდეგ სიის პირველი ნომერი ჰყავდათ, მთელი წლის განმავლობაში გაუგონარი კრიზის მენეჯერი იყო და ახლაც იგივე ნარატივს აგრძელებენ და იგივე გზავნილები აქვთ, რაც მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში. ჩამოშლილი, დაშლილ, გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი იმედი არ აქვს, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე მოახერხებენ გამარჯვებას. ეჭვგარეშეა უკვე, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ახლა საუბრობენ იმდენად სულელურ აბსურდს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც კი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ გეგმებზე ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics