|
2021-06-05 15:00:09, 877 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე - მნიშვნელოვანია, ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს
ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს სასტიკი მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ პროცესებს. მისი თქმით, სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. რადგან ეს მისი ფუნდამენტური უფლებაა. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს სასტიკი მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია. ამას უნდა ელოდებოდეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნე იყო. ჩვენ ვმუშაობდით მთავრობასთან და იუნისეფთან ერთად 2005 წლის შემდეგ. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და მონიტორინგი აწარმოოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)