|
2021-06-03 19:58:22, 912 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მინდა მივულოცო ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას საქართველოს არჩევა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა. დღეს საქართველო აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად," - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს არჩევას. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს კანდიდატურას არჩევნებში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გლობალური ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების გადაწყვეტაში. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველო მიიღებს, ესაა საქართველოს შესახებ ინფორმაციის გატანა და მისი ცნობადობის გაზრდა, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენა როგორც მიმზიდველი, უნიკალური და თან უსაფრთხო ტურისტული გარემოსი. ყველას ვულოცავ ამ დიდ მიღწევას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)