|
2021-05-31 20:49:00, 956 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ, ვისაც ეწყინება ცივი წყალი დალიოს ყველამ
„ივანიშვილს სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ, ვისაც ეწყინება ცივი წყალი დალიოს ყველამ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ეს სიურპრიზი მილიონობით ქართველოს მოეწონება. „ძალიან ბევრი კითხვაა ჩემს გეგმებზე, საერთოდ ჩვენს გეგმებზე. მინდა, ერთი რამ ყველამ გავიგოთ, ჩვენ ვუმზადებთ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს სერიოზულ სიურპრიზს. ამას ვამბობ სრულიად სერიოზულად. ხოლო ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ. ვიღაცებს გაუხარდება და ეს იქნება რამდენიმე მილიონი ქართველი, 100 კაცს, 200-500 კაცს კი ეწყინება. მაგრამ როგორც ამბობდა საქართველოს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ეწყინება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



