16:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 15:49:21, 780 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - „ინდური შტამი“ მარტივად ვრცელდება ახალგაზრდებში და შესაძლოა, უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მარტივად ვრცელდება ახალგაზრდებში და შესაძლოა უფრო მძიმედაც მიმდინარეობდეს.

მისი თქმით, ვირუსის აღნიშნულ ვარიანტთან დაკავშირებით საჭიროა მეტი სიფრთხილე.

„ინდური შტამი შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე ბრიტანული. ის უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული და, რა თქმა უნდა, უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული. ის ასევე უფრო აზიანებს, უფრო შეუძლია მან დააინფიციროს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირები. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი, შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული შტამი, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 5 შემთხვევა  გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის 2 საქართველოს მოქალაქეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics