|
2021-05-28 10:33:28, 367 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ორგანიზებით გაიმართა. მასში 60-მდე ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი და იმპორტიორი, ასევე, ქართველი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ონლაინ ღონისძიებას ,,Marq Energie Consulting''-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდნენ. სემინარის მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა. ორსაათიანი ონლაინ დეგუსტაციის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე. აღნიშნულ დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. დეგუსტაციის პარალელურად, მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2% ). ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში, ძირითადად, დისტანციური ფორმატების და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)