18:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 17:18:49, 824 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - კლინიკებს უკვე შეუძლიათ, გასცენ ორჯერადად აცრის ცნობა, ეს COVID-პასპორტის პირველი ეტაპია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის აცრილთა ცნობას გასცემენ.

მისი თქმით, ეს იქნება კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი.

„თუ მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება. იქ, სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც აცრას დაარეგისტრირებენ, მათ უკვე შეუძლიათ, მოგცენ არა მარტო აცრების ბარათი, არამედ ორჯერადად აცრის ცნობა, რომელსაც ამოიღებენ კომპიუტერიდან QR კოდით. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics