|
2021-05-27 12:20:18, 834 ნახვა
საზოგადოება
როგორ გადავიხადოთ ყველა სახის ჯარიმა თიბისი ფეიზე
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვიწევს რაიმე სახის ჯარიმის გადახდა. ეს ფაქტი სასიამოვნო სრულებითაც არ არის თუმცა შეგვიძლია ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე და მარტივი გავხადოთ. ჯარიმის გადახდისგან თავის არიდება შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია მისი გადახდისთვის ჩვენთვის კომფორტული და მოსახერხებელი დრო ავირჩიოთ. თიბისი ფეის დახმარებით შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ, სად და როგორ გადავიხადოთ ჯარიმა - გარე გადახდის აპარატებით თუ ონლაინ - ვებგვერდით ან მობილური აპკლიკაციით. თიბისი ფეიზე ყველა სახის ჯარიმის გადახდას შეძლებთ, თანაც სწრაფი გადახდების ეს სისტემა ბევრი მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა. რისი გადახდა გსურთ?თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემაში 1000-ზე მეტი სერვისის გადახდაა შესაძლებელი. გადასახადები კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი, რაც მოძებნას გაგიადვილებთ. კონკრეტულად ჯარიმების გადასახდელად კი საჭიროა იპოვოთ კატეგორია „სახელმწიფო სერვისები“, სადაც სხვადადასხვა სახელწმიფო სერვისის საფასურის დაფარვას შეძლებთ. მაგალითად აქ შეგიძლიათ პატრულის ჯარიმის გადახდა. ამისათვის 3 განსხვავებული გზა არსებობს:
ტრანსპორტის კატეგორიაში კი შეძლებთ პარკინგის გადასახადის დაფარვასაც. აქ წარმოდგენილია თბილისის პარკინგის, ქუთაისის, გორის და ბათუმის პარკინგის ორგანიზაციები. თიბისი ფეის დახმარებით შესაძლებელია როგორც პარკინგის შეძენა და ბალანსის შევსება, ასევე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის გადახდა. აქ ნახავთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანიზაციას, სადაც შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი ან გადაიხადოთ სერვისის საფასური. ამავე კატეგორიაში იპოვით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, ტაქსის სხვადასხვა ორგანიზაციას, ავტოსაიმპორტო კომპანიებს და სხვ. თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილია არაერთი სახელწმიფო ორგანიზაცია, რომელთა სერვისებსაც, მათ შორის მოსაკრებლებსაც მარტივად, რამდენიმე წუთში გადაიხდით. მაგალითად, ქვითრის ნომრის მითითებით შეძლებთ სურსათის ეროვნულის სააგენტოს ჯარიმის გადახდას, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სერვისების დაფარვას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მოსაკრებლების, პრობაციის ეროვნული საგენტოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების გადახდას. გადასახადების, მით უფრო კი ჯარიმების ონლაინ გადახდისას, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. თიბისი ფეის კონკრეტული უპირატესობები აქვს:
აირჩიეთ სასურველი ფორმატი - სწრაფი გადახდის აპარატები, მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი - თიბისი ფეის სისტემა ნებისმიერ პლატფორმაზე კომფორტული გამოსაყენებელია. მარტივი ნავიგაცია და მოსახერხებელი ინტერფეისი გადახდების პროცესს გაგიიოლებთ. თიბისი ფეის სივრცე ის ადგილია, სადაც გადახდებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს მარტივ და თქვენთვის მოსახერხებელ ფორმაში მიიღებთ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)