|
2021-05-25 16:08:45, 510 ნახვა
საზოგადოება
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლების ვალდებულება, მოეხდინათ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისამდე, ვადამ ერთი წლით, 2022 წლის 1 ივნისამდე გადაიწია. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება მიეცათ, აღნიშნულ ვადაში მოემზადონ რეგულაციის მოთხოვნის შესასრულებლად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ბიზნესსექტორის გამოწვევები და მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ვადის გავრცელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტების თანახმად, ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდნენ მგვ ელექტრონულ რეესტრში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)