|
2021-05-25 14:22:29, 539 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშესთან - ჰეზერ ბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის. ვახტანგ გომელაურმა ატაშეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მისი ხელშეწყობით კიდევ უფრო გაღრმავდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)