|
2021-05-25 12:56:08, 819 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილებს. როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული არც პრაგმატულად, არც მორალურა კარგ შედეგს არ მოიტანს. „ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი. ეს არ ეხება ყველა ადამიანს ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორად ამ განწყობილებებს. ეს არის სამწუხარო ფაქტი, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, რაღაც ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმედ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



