21:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 16:32:01, 528 ნახვა

საზოგადოება
10 მისამართზე ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს, რვა მისამართზე კი, უკვე დასრულდა. მათ შორის, მუხიანის II მიკრორაიონის  N11 კორპუსის I, II, III, IV, V, VI,VII სადარბაზოებში, სადაც, დაახლოებით, 450 გრძივ მეტრზე იცვლება ქსელი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  68 345 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო. 

ამასთან, აღნიშნული პროგრამით, I სადარბაზოში - ლიფტის, II სადარბაზოში - კიბეების და II – III სადარბაზოებში დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics