|
2021-05-24 14:44:49, 1264 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ბელარუსში „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. „ამით დაირღვა ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



