21:12 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 15:08:45, 537 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.

ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:

•         რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

•         რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა;

•         რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:

•         რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

•         რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;

•         რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია.

სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics