21:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 10:59:25, 472 ნახვა

საზოგადოება
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ყოველი ჩვენგანისთვის შეხსენებას, რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას.

„ 2021 წელს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის თემაა „ჩვენ ვართ გადაწყვეტილების ნაწილი“. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე სასაუბროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი თბილისის 186-ე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობას, ეკოსისტემების მდგომარეობისა და ადამიანთა ზეგავლენით სახეობების დაკარგვის საკითხებს.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics