|
2021-05-21 23:40:03, 390 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თამარ გვარამაძემ და გიორგი ბურჯანაძემ რატი ბრეგაძეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობა სამინისტროსთან ნაყოფიერი და ეფექტიანი იქნება. როგორც შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზად არის პარტნიორობისათვის და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფლებების დაცულობის ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. თამარ გვარამაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობა ინტენსიური დღის წესრიგით წარიმართოს. მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)