|
2021-05-20 13:47:44, 368 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ზუგდიდში დევნილებისთვის 600 ბინის გადაცემის საკითხზე მუშაობას იწყებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიმდინარე წელს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 1942 იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარება. „მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. საცხოვრებელი ფართები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:
ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე - www.idp.gov.ge.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)