|
2021-05-18 23:01:06, 758 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - პარტიაში ყველას ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი
„პარტიაში ყველას ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატნს არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე დაასახელებს. „მიღებული პრაქტიკაა, რომ კანდიდატები სახელდებიან, დაახლოებით, 2-3 თვით ადრე. ბუნებრივია, პარტია ამ შემთხვევაშიც ასე იმოქმედებს. კახი კალაძეს უნდა თუ არა, ამას ვიტყვით სათანადო დროს, როდესაც დასახელდებიან კანდიდატები. იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, ეს თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის პოზიციაზე. ამასაც მოისმენთ ახლო მომავალში. პარტიაში ყველას, 36 000-ვე წევრს, ბუნებრივია, ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



