|
2021-05-18 12:04:32, 924 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე დმანისზე - ვითარების დეესკალაცია მარტივი არ იყო, თუმცა ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა
არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დმანისში ვითარების დეესკალაცია სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურებაა. „რამდენადაც ვიცი, გუშინ დაკავებული იქნა რამდენიმე ადამიანი. რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური. ამის შედეგები ყველამ იხილა. ის, რომ ძალიან რთული პრობლემის და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ. ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა უცებ ვითარება. შესაბამისად, არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, რაც იყო სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურება. რთული იყო, წარმოიდგინეთ, უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩართული სხვადასხვა მხარეს. აქედან გამომდინარე, სირთულე იყო სერიოზული, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად დღის ბოლომდე მოგვარდა პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მაისს დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილზე ვითარება გუშინ, 17 მაისსაც დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)