00:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 11:25:04, 436 ნახვა

საზოგადოება
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. „ბორჯომის“ N1 და N2 ჩამოსასხმელი ქარხნების გაფიცული თანამშრომლები დილიდან აქციას მართავენ.

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, კომპანიასთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც ქარხნის თანამშრომლებმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

ამასთანავე, გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა ხელფასების შემცირება, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით მათი ხელფასები თითქმის 50%-ით შემცირდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics