|
2021-05-11 15:59:19, 973 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პროცესი, რომელიც 13 მაისს იყო ჩანიშნული, გადაიდო. როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, პროცესის გადადების მიზეზი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მისივე თქმით, გიგი უგულავას საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დევნის იარაღი. როცა დაჭირდებათ ამ საქმეს ჩამოიღებენ თაროდან, როცა დაჭირდებათ გადადებენ გაურკვეველი ვადით. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა თანაშემწერ და პროკურორის ჯანმრთელობის გამო ეს თემა გადაიდო, გაურკვეველი ვადით. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და სამწუხაროდ, სასამართლო ჩართლია ამ პოლიტიკურ დევნაში“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, დღეს გიგი უგულავამ დაწერა, რომ მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშნა. „რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, - წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)