04:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 11:10:32, 609 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ. ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა“ ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა.

„დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა; ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო (ზრდა 30%). პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 1,8 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 2%). ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვა“ („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“) განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს". - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics