07:01 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 17:26:08, 731 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა.

როგორც ოქრიაშვილმა ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის, რომ გირაო არის ჩარიცხული, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს და ამ ინფორმაციას არც თავად ნიკა მელია ფლობდა.

სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელთა შესახებაც ორი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ოქრიაშვილის თქმით, იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობის დეტალები:   

„მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან „მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი  კითხვის ნიშანია დასმული - არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის.

2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ.

გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ პარტია „პროგრესსა და თავისუფლებას“ და ნიკა მელიასთან ჩვენი პარტიების მომავალ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics