04:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 14:20:54, 1477 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 43 მოსწავლე გადავიდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" ფინალში 43 მოსწავლე გადავიდა. გამარჯვებულების ვინაობა  24 მაისის დაგეგმილ ონლაინშეჯიბრზე გაირკვევა.

დასკვნითი ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნონ. საბოლოოდ 10 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ტარდება.

პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. კომისიამ თითოეული მოსწავლის ნაშრომი შეაფასა და ფინალისტები შეარჩია.

პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2021-1.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics