|
2021-05-05 10:43:10, 490 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს იოაჰიმ ფუხტელი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 100-მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დიალოგის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა. სოფლის მეურნეობის თემატიკაზე გამართულ ქართულ-გერმანულ ონლაინ ბიზნესდიალოგის ფორმატში საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და აგრობიზნესის სფეროში ინვესტირების და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)