02:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-02 20:03:01, 1160 ნახვა

სამართალი
თეძამის ხეობაში 3 ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებენ

ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მათგან ორი ადგილობრივია, ერთი კი თბილისელი. როგორც გამოცემა "სამხრეთის კარიბჭ" იუწყება, ახლობლების განმარტებით, ისინი თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ,  ბოლოს ახალგაზრდები თეძამის ხეობის შესასვლელში ნახეს.

„თბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და თეძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირებით“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს სამაშველო სამსახური, პოლიცია და მეგობრები ეძებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: „ვითხოვთ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩართონ, დროული დახმარება სჭირდებათ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics