07:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 17:21:26, 504 ნახვა

საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული

საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. „კოვიდ პასპორტის“ მქონე პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას შეეხებოდა. 

მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება  პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics