06:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 15:32:35, 815 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაამარცხებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

მისი თქმით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაამარცხებს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში და არის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არამედ უდაოდ გამორჩეული ლიდერი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ვფიქრობ, რომ არასწორია. მიუხედავად გაყალბებისა, არავის არ დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი მოსაზრება და ზოგადად, ხალხის განწყობაც ასეთია, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთიანი კანდიდატი. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი მხარდამჭერების გარეშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „მარცხის ფორმულაა“ თუ ოპოზიციიდან ყველა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად მხარს ნიკა მელიას დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics