03:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 19:05:34, 713 ნახვა

სამართალი
გიორგი რურუა - მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს, - ამის შესახებ „მთავრი არხის“ მეწილემ, გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატიმროში წელიწადნახევარი ტყუილი ბრალდებით გაატარა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში - შაჰინსა და რიშს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, კუბილიუსს, ანა ფოტიგას, მარკეტა გრეგოროვას და სხვებს. რაც მთავარია პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა.

მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. არ ვიცი რატომ, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი დაახლოებით, 2 საათის წინ მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics