16:36 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 13:12:46, 760 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა დროა ხალხზე და მათ პრობლემებზე დაიწყოს საუბარი

„კარგია რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე სჯობდა ეს მომხდარიყო, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

ჩვენ თებერვალში შემოვედით პარლამენტში, მე და ლევან იოსელიანი, დღეს 27 აპრილია და ამ ხნის განმავლობაში, ყველას არ ეხება ვინ ჩემს ზურგს უკან ზის, ბევრი ჭუჭყი ავიტანეთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო.

ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, რატომ? ეს ქვეყანა გვიყვარს და ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის.

მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე მომხდარიყო სჯობდა, თუმცა წარსულზე საუბარი არ გვინდა, მომავალზე ვილაპარაკოთ, ხალხზე ვილაპარაკოთ და მათ პრობლემებზე“, -  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics