12:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 18:07:14, 868 ნახვა

საზოგადოება
OECD-ის საერთაშორისო კონფერენცია არჩეული თავმჯდომარის რანგში პირველად გახსნა საქართველოს წარმომადგენელმა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით,  ვირტუალურ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით, საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ".

მრავალმხრივი კონვენციის (MLI)" კონფერენცია თავმჯდომარის რანგში პირველად გახსნა საქართველოს წარმომადგენელმა - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარი ხურციძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კონფერენციის თავჯმდომარე ქვეყნად არჩეულ იქნა 2020 წლის ნოემბერში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმძღვანელებს 3 წლის ვადით.

კონფერენციას ესწრებოდა 180-მდე დელეგატი და მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივი კონვენციის (MLI) გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის" (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 95 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics