06:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 17:18:04, 911 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს შეუქცევადი რღვევის პროცესი, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას.

მისი თქმით, არგუმენტები, რომელიც თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად დაასახელა, სრულიად გაუგებარია.

„არგუმენტები, რაც არჩილ თალაკვაძემ მოიყვანა, სრულიად გაუგებარია. რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტიურად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკურ საქმინობას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics