12:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 11:32:38, 693 ნახვა

საზოგადოება
უქმე დღეების ასანაზღაურებლად განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

უქმე დღეების ასანაზღაურებლად განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.

დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics