06:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 12:35:08, 493 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა ვაია, არ გამოვა ვუია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა.

როგორც მან აღნიშნა, მისი შეფასებით, პარტია „ლელოს“ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან, შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

„ნიკა მელია ამ შემთხვევაში დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება „ლელოს“ მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად „ლელომაც“ ხელი მოაწერა.

ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაც წერია პოლიტიკურ შეთანხმებაში ამნისტიის შესახებ კანონით იგი უნდა გამოვიდეს, ან ევროსაბჭოს მიერ შეთავაზებული გირაოთი უნდა გამოვიდეს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics