|
2021-04-23 12:25:09, 528 ნახვა
საზოგადოება
სტეფანეს მონა ვერ გავხდები - უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას გეგმავენ
მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმული ახალი მღვდელმსახური აღავლენს. უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ეპარქიის დატოვებას აპირებენ. „რაც უნდა ის ქნან. მოვიდეს სტეფანე და დავხვდები, მთელი საქართველოს ხალხი მოიყვანოს. მრევლი ვინც მირეკავს, გავაფრთხილე, რომ არავინ მოვიდეს, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. წავალ ალბათ, არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ ვერ ვნახო. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების“, - განაცხადა მამა ათინოგენემ. ცნობისთვის, გუშინ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების თქმით, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი ერის კაცი გახდა, რომელიც „ლოცვისას ადამიანებს ჭკუას არიგებდა“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)