|
2021-04-22 16:56:54, 620 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში
ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და აუცილებელია ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან მოწოდებული ღონისძიებების დაცვა. „ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან. უკვე საზოგადოებამაც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან იმ ინსტრუმენტების გამოყენება და შეფასება ინფექციის გავრცელების, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. გვაქვს 1.47% ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4%-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)