|
2021-04-22 16:56:52, 729 ნახვა
პოლიტიკა
უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს
უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც ზაზა დათუკიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება აფიქრებინებს, რომ „ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“, რის გამოც პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დათუკიშვილი ამბობს, რომ ის საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. „როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, 10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი! განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს - ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს! მადლობა თქვენ მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენი საოცნებო მართლმსაჯულების სისტემის არსებობას. და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ პროკურორს! პროკურორობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. პროკურორობა არის ქვეყნის სამსახური, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნვა, და ღირსება, რომელსაც სჭირდება დაცვა! გისურვებთ, დარჩენილიყავით თქვენი ფიცის ერთგულნი!“ - წერს ზაზა დათუკიშვილი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)