|
2021-04-22 11:20:25, 425 ნახვა
საზოგადოება
„112“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე აღჭურვილობა - სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდება და მათი საშუალებით მოხდება როგორც შემომსვლელ, ასევე, გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. აღჭურვილობის შეძენა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)