|
2021-04-21 13:12:51, 615 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - შეთანხმებას, რომელიც დასავლელი პარტნიორების იძულებით გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ
იმ შეთანხმებას, რომელიც დასავლელი პარტნიორების იძულებით გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძემ თანადგომა გამოუცხადა 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულ ყველა პირს და აღნიშნა, რომ მათი ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული. „ოპოზიციის მხრიდან არსებული საპარლამენტო ჯგუფი ვამუშავებთ ე.წ. ამნისტიის კანონის პროექტსის, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამად არის გამოძიებაში და ის სპეკულაციები, რომ ეს მომავალში ვიღაცაზე გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონპროექტი, ყველაზე გვიან, სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ დაადასტურებს, რომ ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს. ამის შემდგომ, შესაძლებლად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლების და სხვა გზა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. აქვე, მინდა გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მივიყვანთ ბოლომდე და შევეცდებით, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მინდა მივმართო საზოგადოებას, იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, იძულებით საქართველომ შეძლო და გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ სწრაფ იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)