2021-04-21 12:22:34, 543 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიება, რომელიც აქამდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთის მუხლით გაგრძელდება. „გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს" იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე. გამოკითხვა პროკურატურაში: 9 აპრილს, აფგან მუხთარლი, მისი დამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით, გამოიკითხა პროკურატურაში. მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე, მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ, საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, ვინც მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტი: 15 აპრილს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი - ჩვენების ადგილზე შემოწმება, რომლის დროსაც აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი. გურჯაანის რაიონში დაზარალებულმა გამომძებლებს უჩვენა ადგილი, სადაც ის, უკვე თვალებახვეული, გადასვეს სხვა მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გადასცეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს ნეიტრალურ ზონაში, ლაგოდეხში მდებარე გამშვებ პუნქტზე. საქმის კვლიფიკაცია: „უფლებები საქართველოს" იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი, მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, ასევე 154-ე მუხლის მეორე ნაწილი. „ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანიბაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით", - განმარტავს „უფლებები საქართველოს" იურისტი, არჩილ ჩიფიკაშვილი. აფგან მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო" იცავენ არა მხოლოდ ადილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|