06:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 15:11:05, 522 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, პოლიტიკური პარტიებისგან ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

მისი თქმით, გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს საპატიმრო.

„იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში. ამ შეთანხმებით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, გაიმარჯვა დემოკრატიამ და ქვეყნის განვითარებამ.

მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა და გამოხატავდა მზადყოფნას, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, კომპრომისზე წასვლაზე, რომ გარკვეული შეთანხმება მომხდარიყო და საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა. ამის შემდეგ გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია.

საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics