22:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 13:08:42, 552 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, მოვუწოდებ „ენმ“-ს, დოკუმენტს ხელი მოაწერონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერონ, რაც პარტიის თავმჯდოიმარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა,  აღნიშნული შეთანხმებით, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი.

„პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან ისევე, როგორც გიორგი რურუა. უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების და გაუგებარი გირაოს გარეშე, უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მას შემდეგ, რაც ის ამ პირობებით დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან მასში არის მთავარი მეორე პუნქტიც, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ესეიგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics