06:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 12:33:47, 559 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერმა, არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერმა, არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ შეთანხმებას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შეუერთდნენ.

„მე გადაწყვეტილებას, ახლაც და წარსულშიც, ვღებულობ დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა პარტიის წევრი. ამ შემთხვევაში არც ვყოფილვარ პარტიის წევრი. ვისურვებდი, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მძლავრი შენაკადები საერთო ოპოზიციური მოძრაობისა, ვიდგეთ ერთად იმისათვის, რომ წარსულის 2012-დან დღემდე და 2012-მდე რაცთუ შეცდომა იყო, მათ შორის ტრაგიკული, გამეორება აღარ მოხდეს. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, მაშინ დოკუმენტს, რომელსაც ხელს ვაწერთ აზრი ექნება, თუ არა და ეს იქნება ფარატინა ქაღალდი და თავის მოტყუება. მე არ ვაპირებ თავის მოტყუებას. ან ამას შევძლებთ, ან ეს მანდატი წაუღია წყალს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics